Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” (თსუ -ის რექტორის  2022 წლის 3 მაისის  N 125/01-01 ბრძანება)  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2021 - 2022 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა ელექტრონულ ფორმატში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

  1. განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );
  2. პირადობის მოწმობის ასლი;
  3. საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  4. 2021 - 2022 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში (2021წლის 9 აგვისტოდან 7თებერვლის ჩათვლით) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის/ ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამეცნიერო კრებულის, ან ჟურნალის სახელწოდება, თავფურცელი, სარჩევი, ლინკი, გამოქვეყნების თარიღი, ადგილი.
  5. 2021 - 2022 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში ( 2021წლის 9 აგვისტოდან 7თებერვლის ჩათვლით)   სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი, შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული); 

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება ელექტრონულ ფორმატში  4 მაისიდან – 7 მაისის  23:00 საათამდე მისამართზე: social@tsu.ge

 

 

პირველადი  შედეგების გამოქვეყნება 11მაისს 18:00 საათამდე.

აპელაცია :  13 მაისს 09:00 სთ-მდე (აპელაცია მიიღება მისამართზე social@tsu.ge)

საბოლოო შედეგები გამოცხადება  13 მაისს 16:00 სთ.

გისურვებთ  წარმატებებს !